—

23 დეკემბერს თბილისში თოვლია მოსალოდნელი

17
23 დეკემბერს თბილისში თოვლია მოსალოდნელი
მოსასმენად დააჭირეთ

23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და…

23 დეკემბერს თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში კი თოვლია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გრძელვადიანი პროგნოზების მთავარმა სპეციალისტმა, ნინო წვერავამ განაცხადა, წვიმა და თოვლია მოსალოდნელი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბითაც.

,,21 და 22 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა, მთაში თოვლი. თბილისში ხვალ და ზეგ უნალექო ამინდია. ტემპერატურა დასავლეთში +8 - +13 გრადუსის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში +3 - +8 გრადუსის ფარგლებში. ღამით 21-22 დეკემბერს - დასავლეთში +2 - +7 აღმოსავლეთში -4 ; +1. თბილისში 22 დეკემბერს ღამით -1, დღისით +6.

23 დეკემბერს მთელს საქართველოში ცუდი ამინდი მოსალოდნელი, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დღისით ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთში ნალექი უმეტესად თოვლის სახით. თბილისში თოვლ-ჭყაპი, გარეუბნებში თოვლი. ტემპერატურა დასავლეთში +5 - +10; აღმოსავლეთში +1 - +6. 23 დეკემბერს დასავლეთში ღამით +4 - +9 ; თბილისში +3 და +4", - აღნიშნა ნინო წვერავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფებაევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამსმთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდათბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსყველა სიახლე →