—

ნათია თურნავა სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს

36
ნათია თურნავა სასტუმროებს ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმროებს, ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს. მთავრობის…

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორს, განსაკუთრებით სასტუმროებს, ახალი წლის პერიოდში არსებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ გაფრთხილება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან ყველა სასტუმროს წერილობითაც დაეგზავნა.

„მოდის ახალი წელი. ბუნებრივია, ამისთვის ემზადება ჩვენი ტურისტული ინდუსტრიაც – იქ, სადაც შეზღუდვები არ გავრცელდა. მაგრამ ყველას შევახსენებ, ეს განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება, რომ არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები. ეს არის „იზოლაციისა და კარანტინის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მაისის #322 დადგენილება, რომლის თანახმადაც, მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, ნათია თურნავა ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ახალი წლის პერიოდში სტუმრებს მიიღებს, შეახსენებს, რომ მათ მიერ მკაცრად უნდა იქნას დაცული არსებული შეზღუდვები. მინისტრის თქმით, ამ რეგულაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში ვირუსის გავრცელების კუთხით გამოკვეთილი დადებითი ტენდენციის ფონზე.

„ეს გაფრთხილება ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასტუმროს და ყველას მოვუწოდებთ, ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მოეკიდონ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

(1tv)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →