—

ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება

14
ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება
მოსასმენად დააჭირეთ

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა…

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „თბილისი ენერჯისთან“ კომუნიკაცია უკვე შედგა.

„გვქონდა ჩვენ არაერთი კომუნიკაცია „თბილისი ენერჯისთან“ და რამდენადაც ჩვენ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე ეს ტარიფი არ გადაიხედება ანუ მოქმედი ტარიფი არ შეიცვლება. შეიძლება ბიზნესს ეზრდებოდეს ხარჯები, მაგრამ, ამავდროულად, ხედავდეს, რომ მოსახლეობისა და ბიზნესის მომხმარებლების გადახდისუნარიანობა არის საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ არ არის მარტივი წელი, არის რთული წელი. აქედან გამომდინარე, თუკი ნებისმიერი ბიზნესი უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ, ყოველთვის შეიძლება გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →