—

გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, განსხვავებულად შევხვდეთ ახალ წელს, ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, თავი ავარიდოთ დიდ წვეულებებს

34
გიორგი გახარია - გავუფრთხილდეთ ხანდაზმულებს, ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, განსხვავებულად შევხვდეთ ახალ წელს, ღონისძიებები უნდა იყოს მოკრძალებული, თავი ავარიდოთ დიდ წვეულებებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა მოუფრთხილდეს ხანდაზმულებს და როგორც სახელმწიფომ, ისე…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი გახარიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა მოუფრთხილდეს ხანდაზმულებს და როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა და ბიზნესმა, საახალწლო დღეებშიც პირველ რიგში ამ პასუხისმგებლობით იმოქმედონ.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ, სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება. ისეთი რეკორდები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ უნდა გავუფრთხიდლეთ ჩვენს ხანდაზმულებს, როგორც სახელმწიფომ, ასევე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა პირველ რიგში ამ პასუხისგებლობით უნდა ვიმოქმედოთ, საახალწლოდ ღეებშიც.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, შესაძლოა, ჩვენთვის ჩვეულ დიდ, სახალწლო წვეულებებს. უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გავართმევთ თავს პირველ რიგში საახალწლო დღესასწაულებს“, – განაცხადა გახარიამ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →