—

გიორგი გახარია - ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რაც მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ

71
გიორგი გახარია - ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რაც მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შედეგი შევინარჩუნოთ
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან 20 დღის თავზე შეუძლიათ თქვან, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება მოხერხდა.

თუმცა, გახარიას თქმით, ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ აღნიშნული შედეგი შენარჩუნდეს.

„დღეს მეოცე დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს შეგვიძლია, როგორც გარდამავალი შედეგი, განვაცხადოთ, რომ ჩვენ შევძელით ინფექციის გავრცელების შეჩერება, ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად უფრო გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია.

უფრო მეტიც, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000-ზე მეტი ტესტის პირობებში, ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს, ეს გვაძლევს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რადგან ეს არის მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როცა ვამბობდით, რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება, რაც მოვახერხეთ. მაგრამ დღეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება თითქმის ყოველდღიურად ახალ რეკორდებს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო, საშობაო შეზღუდვებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი შემდგომი ნაბიჯი იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდამავალი მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს, პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ პირველ რიგში, ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს, ქრონიკული დაავადებების მატარებლებს“, – განაცხადა გახარიამ.

1tv

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →