—

ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსი მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში, ამიტომ სასურველია დიფერენციალური დიაგნოსტიკა

23
ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსი მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში, ამიტომ სასურველია დიფერენციალური დიაგნოსტიკა
მოსასმენად დააჭირეთ

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეზღუდვების ფონზე გვაქვს სტაბილიზაცია ახალ შემთხვევათა რიცხვის და ოდნავი კლები დინამიკა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რადგან შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა…

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეზღუდვების ფონზე გვაქვს სტაბილიზაცია ახალ შემთხვევათა რიცხვის და ოდნავი კლები დინამიკა, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რადგან შემთხვევათა რიცხვი სერიოზულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყანაში კვლავ მაღალია და ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე ფიქრი ადრეა.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება, ჩვენ გინდა, ეს იყოს მყარად 20 ათასის ფარგლებში. მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად მიმართონ და ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების დროსაც კი ტესტირება, რადგან ახლა აუცილებელია დიფერენცირება. გასულ კვირას გრიპის ვირუსი გამოჩნდა, არის ერთდროულად ორივე ცირკულაცია. გრიპი უფრო მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში, ამიტომ სასურველია, დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ამის საშუალება არის. ძალიან ბევრი პუნქტებია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, მივიდნენ და 20 წუთში სწრაფი ტესტით დიფერენციაცია გააკეთონ, მისი სიმპტომები გამოწვეულია სხვა რესპურაციული დაავადებებით, თუ კოვიდით. მნიშვნელოვანია, ამ გაფართოებული ტესტირების ფონზე, უფრო აქტიურ ეტაპზე ხდება მსუბუქსიმპტომებიანი ადამიანების ან საშუალო სიმპტომებიანი ადამიანების იდენტიფიცირება, რაც შემდგომ სწორ ეფექტს ახდენს გამოსავალზე. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ვისარგებლოთ ამ შემოთავაზებით, გაფართოებულია ტესტირება, ხელმისაწვდომობა არის ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში და მივმართოთ აქტიურად. გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს მიმართვიანობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(წყარო: 1tv.ge)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →