—

კახა კუჭავა - 2024 წლისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად იქნება, რომ ევროკავშირის სრულ წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს

16
კახა კუჭავა - 2024 წლისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად იქნება, რომ ევროკავშირის სრულ წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს
მოსასმენად დააჭირეთ

"ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება 2024 წლისთვის მზად იქნება, რომ ევროკავშირის სრულ წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ქართული ოცნების" წევრის კახა კუჭავას განცხადებით, ხელისუფლება 2024 წლისთვის მზად იქნება, რომ ევროკავშირის სრულ წევრობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანოს. ამის შესახებ კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"პირველი ინიციატივაა, რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დავაინიცირებთ საგარეო პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე დღიდან, რაც ჩვენგან ინიცირებული იქნა უკავშირდება იმ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის გადამწყვეტია. საუბარია, პირველ რიგში, ოკუპირებული ტერიტორიების -ცხინვალისა და აფხაზეთის დეოკუპაციასთან, რა თქმა უნდა, იმ ძირითად პრიორიტეტებთან მიმართულებით, რაც ჩვენს ქვეყანას ექნება მომავალში გრძელვადიანად, თუმცა 4 წელიწადზეა საუბარი და რა თქმა უნდა, ესაა ჩვენი მთავარი გზავნილი, რომ 2024 წლისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად იქნება, რომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში სრულ წევრობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი რეფორმაა, ბევრი ნაბიჯი გადასადგმელი და მნიშვნელოვანია, რომ თავი გავართვათ არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზეც. ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველივე საკითხი, რომელსაც დავაინიცირებთ. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში ახალი, უფრო ამბიციური სამოქმედო გეგმა ჩნდება", - განაცხადა კუჭავამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →