—

ირაკლი კობახიძე - დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე, ოფიციალურად შევა

13
ირაკლი კობახიძე - დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე, ოფიციალურად შევა
მოსასმენად დააჭირეთ

საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავს.

საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად დრო კვირის ბოლომდე აქვს.

„დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის დრო კვირა დღის ჩათვლით აქვს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან გიორგი გახარიას კონსტულტაციები და ამის საფუძველზე კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შესაძლოა, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეში", - განაცხადა კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →