—

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

7
ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
მოსასმენად დააჭირეთ

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე…

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილე აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან მივიდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

“დაკავებულების რაოდენობას ვაზუსტებთ. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნა იყო, რომ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაეტოვებინათ, რასაც არ დაემორჩილნენ. გარკვეული პირები პოლიციას ხელს უშლიდნენ დაკავებაში, ასევე ავტომანქანას რომ ტერიტორია დაეტოვებინა. ამან გამოიწვია დაკავებულების გაყვანის შეფერხება. არანაირი გადაცდომა არ ყოფილა. მშვიდობიან პროცესს ხელს არავინ უშლის. მათ განუმარტა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, რომ აღნიშნული შეხვედრა ვერ შედგებოდა, განუმარტეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია, აღნიშნულმა კი მათი უკმაყოფილება გამოიწვია“,-განუცხადა „ტვ პირველს“ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა.

მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ არეულობის შედეგად ასევე ერთი სამართალდამცველი დაშავდა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →