—

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველად დაირღვა

14
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება პირველად დაირღვა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამხედრო მოქმედებების დასრულებისა და სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველად დაირღვა.

"რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგენტი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამშვიდობო ამოცანების შესრულებას განაგრძობს. რუსი სამშვიდობოები სიტუაციას 23 სადამკვირვებლო პუნქტზე აკვირდებიან და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აკონტროლებენ. 11 დეკემბერს, ჰადრუთის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. ალიევის განცხადებით, გუშინ არაერთი ინციდენტი მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს. თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია და მოვლენებს რუსი სამშვიდობოები აკვირდებიან.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხური მხარის წინააღმდეგ ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს.

"ამ დროისათვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღდგენილია“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის შესახებ, რომლის თანახმადაც სომხეთმა აზერბაიჯანისათვის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბრუნების ვალდებულება იკისრა. ხოლო, ყარაბაღში ცეცხლის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას რუსი და თურქი სამშვიდობოები დააკვირდებიან.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →