—

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს

12
აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში განცხადებას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ფაიგ გულიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა, 14 ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე…

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის ფაიგ გულიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბრამდე გაგრძელდა, 14 ეთნიკურად აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ ფაიგ გულიევმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა პატივი მივაგო დაღუპული მებრძოლების სულებს. საელჩომ მხარი დაუჭირა საქართველოში ჩვენი მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალის ორგანიზებას, ასევე მათი ნათესავების აზერბაიჯანში სტუმრობას. საქართველოს რეგიონებში მდებარე მეჩეთებში, სადაც აზერბაიჯანელები კომპაქტურად ცხოვრობენ, დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს, წაიკითხეს ლოცვა მათი სულის განსვენებისთვის", - განაცხადა ფაიგ გულიევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდენისთვის, დეოკუპაციური ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელება მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს.

Report

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →