—

ირაკლი კობახიძე - შეიძლება სააკაშვილი კმაყოფილია, მაგრამ პროცესის დასასრული არ დააკმაყოფილებს - მისი პირმშო, „ნაცმოძრაობა“ და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება

15
ირაკლი კობახიძე - შეიძლება სააკაშვილი კმაყოფილია, მაგრამ პროცესის დასასრული არ დააკმაყოფილებს - მისი პირმშო, „ნაცმოძრაობა“ და "ევროპული საქართველო", პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება
მოსასმენად დააჭირეთ

სააკაშვილი შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მას - მისი ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან გაქრება,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი…

სააკაშვილი შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მას - მისი ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან გაქრება,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს იქნება ლოგიკური შედეგი დემოკრატიული განვითარების.

"სააკაშვილი ბუნებრივია, იქნება კამყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. სააკაშვილი თავის გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს, მისი ორივე პარტია, მისი პირმშოა ორივე - „ნაცმოძრაობა“ და "ევროპული საქართველო", ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება და ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დემოკრატიული განვითარების", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალებისგან - ბოკერიებისგან, სააკაშვილებისგან და უგულავებისგან."

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. მისივე შეფასებით, "ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება".

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →