—

ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ

17
ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ
მოსასმენად დააჭირეთ

არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების დღევანდელ ღონისძიებას არ…

არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს სჭირდებოდეს ჩემგან დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების დღევანდელ ღონისძიებას არ დაესწრო.

ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლა არ არის გადამწყვეტი ამბავი.

„უბრალოდ, არ მიყვარს რაღაც ეგეთი ტიპის ცერემონიებში მონაწილეობის მიღება. ჩვენ უკვე გავაფორმეთ ერთხელ მსგავსი ტიპის შეთანხმება „თბილისი მარიოტში“, სადაც მე მოვაწერე ხელი. მანამდეც მაქვს რაღაც მსგავსზე ხელი მოწერილი. არ მგონია, ჩემს ამომრჩეველს ან ზოგადად, ვინმეს სჭირდებოდეს ჩემგან მაგის დამტკიცება, რომ ბოიკოტის რეჟიმში ვარ. რა პროცედურებიც არის გასავლელი იმისათვის, რომ პარლამენტში არ შევიდე, თუ რაიმე პოლიტიკური შეთანხმება არ შედგა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მე ამ პროცედურებს უბრალოდ გავივლი და დავამთავრებ.

ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ყველანაირი ფორმით. „გირჩი“ არ ყოფილა პარლამენტში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ მილიონ რაღაცას ვაკეთებდით. გავაგრძელებთ ამ რაღაცების კეთებას. პარლამენტი არის უბრალოდ, ერთი დამატებითი ტრიბუნა, თორემ შესვლა-არშესვლა ხომ არ არის მართლა გადამწყვეტი ამბავი. გადამწყვეტი ამბავი არის ის, რომ ქვეყანა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ეკონომიკური კოლაფსის წინაშე ვდგავართ. ადამიანები ყოველდღიურად კარგავენ სამსახურებს, შემოსავლებს. ეს არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, ამ პრობლემების დასაძლევად პოლიტიკურად შეგიძლია იბრძოლო, პარლამენტის შიგნიდანაც და პარლამენტის გარედანაც“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →