—

ბაქოში დღეს სამხედრო აღლუმი გაიმართება

21
ბაქოში დღეს სამხედრო აღლუმი გაიმართება
მოსასმენად დააჭირეთ

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დღეს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღლუმს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობების წევრები მიადევნებენ თვალს.

აღლუმს, რომელიც „თავისუფლების მოედანზე“ გაიმართება, 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაესწრება და მასზე 150-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის რაკეტები, არტილერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები, აგრეთვე სამხედრო გემები და კატარღები, იქნება წარმოდგენილი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →