—

არჩილ თალაკვაძე - ალბათობა არის, შეთანხმება შედგეს და ამ ორი დღის განმავლობაში ამას თუ მოვახერხებთ, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა უკვე პარლამენტში გააგრძელონ

21
არჩილ თალაკვაძე - ალბათობა არის, შეთანხმება შედგეს და ამ ორი დღის განმავლობაში ამას თუ მოვახერხებთ, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა უკვე პარლამენტში გააგრძელონ
მოსასმენად დააჭირეთ

„ოპოზიციას შევიყვანთ“ – ის სიტყვა არ არის, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ვიტყოდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე…

„ოპოზიციას შევიყვანთ“ – ის სიტყვა არ არის, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში ვიტყოდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის მეოთხე რაუნდის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„მოლაპარაკება მიმდინარეობს ძალიან ცივილიზებული ფორმით, ელჩების ფასილიტაციით. მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, პოზიციები არის დაახლოებული და ალბათობა არის, რომ შეთანხმება შედგეს. თუ ამას ამ ორი დღის განმავლობაში შევძლებთ, რასაკვირველია, პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა უკვე პარლამენტში გააგრძელონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

„გარწმუნებთ, რომ დღევანდელი მოლაპარაკება იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ჩვენ ვიმუშავეთ ძალიან ბევრ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. პოზიციები იმდენად დაახლოებულია, რომ ეს საკითხი შესაძლოა, შეთანხმების საკითხი იყოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →