—

ირაკლი კობახიძე - პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

21
ირაკლი კობახიძე - პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხზე არის უკვე შეჯერებული პოზიციები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის…

ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხზე არის უკვე შეჯერებული პოზიციები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხილვები გაგრძელდება და ხვალ ან ზეგ საბოლოო შეხვედრა შედგება, რადგან პარლამენტის სხდომა ახლოვდება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება და ხელი მოეწერება შეთანხმებას. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს ეს იძლევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და ძალიან ბევრი მიმართულებით არის წარმატება.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში შეჯერებულია პოზიციები. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრებს, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ეს არის მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე სისტემური სახის ხარვეზი იყო. რა თქმა უნდა, ლოკალური ხარვეზები იყო. დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ისინი ვერც ერთ პუნქტში ვერ ამტკიცებენ, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48 პროცენტი არ არის 48 პროცენტი. ოპოზიციას არ აქვს იმის საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. დღესაც, მსჯელობის საფუძველზე დაინახეს, რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →