—

ამირან გამყრელიძე ორსულებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ

22
ამირან გამყრელიძე ორსულებს მოუწოდებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერ ჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

გამყრელიძე მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებით კი ორსულებს, ისარგებლონ შეთავაზებით და გრიპზე აიცრან.

„მოგეხსენებათ, ყოველკვირეულად ვაახლებთ ინფორმაციას გრიპთან დაკავშირებით, დღეს შემოვა ინფორმაციები და ვნახავთ. ჯერ ჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით, გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია, მივიდეს პოლიკლინიკებში და აიცრას. ჯერ კიდევ ამის დრო არის. ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობით, დაახლოებით 60-65 ათასი დოზა გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლოთ იმ შემოთავაზებით, რაც წელს სახელმწიფომ გააკეთა. 235 ათასი დოზა წელს სახელმწიფომ იყიდა და ავიცრათ. ვთხოვეთ მასწავლებლებს, რომ ჩაერთონ, ასევე გავაფართოეთ და მოვხსენით თანმხლები დაავადებები 65 წელს ზემოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულებს, ორსულებისთვის მთელს სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, ყველა ორსული აცრილი იქნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →