—

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

24
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილმა ზებრა გადასასვლელზე ქვეითებს გზა დაუთმო და სვლა შეანელა, რა დროსაც უკნიდან "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

"ტოიოტას" ავტომობილი, რომელშიც მძღოლთან ერთად კიდევ სამი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის არასრულწლოვნები, ინერციით რამდენიმე მეტრის დაშორებით გაისროლა, ხოლო "ფოლკსვაგენის" ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 2 კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →