—

ეკატერინე ტიკარაძე - დრო ნამდვილად არ დაკარგულა, 1 საათითაც არ შეწყვეტილა მუშაობა

30
ეკატერინე ტიკარაძე - დრო ნამდვილად არ დაკარგულა, 1 საათითაც არ შეწყვეტილა მუშაობა
მოსასმენად დააჭირეთ

ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყვეტილა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მომზადებას გამოწვევებზე საპასუხოდ.

„დრო ნამდვილად არ დაკარგულა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას ყველა გამოწვევას რომ ვუპასუხოთ“,-განაცხდა ტიკარაძემ.

მინისტრი დასძენს, რომ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებისგან.

„არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთლიანად სახელმწიფოების გამოწვევაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რომელიც ჯერჯერობით იმყოფება ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებიდან, იმისთვის რომ დროულად იქნეს ამოცნობილი ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე დროული რეაგირებაა საჭირო, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“,-აღნიშნა ტიკარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →