—

ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის

29
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის
მოსასმენად დააჭირეთ

ამ კვირაში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის – გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა, – ამის…

ამ კვირაში საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში დასახელდა საუკეთესო ქვეყნებს შორის – გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის 37-ე პოზიციაზეა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის შეფასებისას განაცხადა.

ინდექსის თანახმად, საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის შვიდწლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„რეიტინგი კომპლექსურია და მთელ რიგ პარამეტრებს მოიცავს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისეთ კრიტერიუმში, როგორიცაა მთავრობის ეფექტიანობა, საქართველოს აქვს ისტორიულად მაღალი ქულა და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის ვართ და ვუსწრებთ ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველო რეიტინგში უსწრებს, ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი და ა.შ. რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელთან შედარებით, საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →