—

გუშინ რეკორდული რაოდენობის ტესტი გაკეთდა - გაბუნია

27
გუშინ რეკორდული რაოდენობის ტესტი გაკეთდა - გაბუნია
მოსასმენად დააჭირეთ

გუშინ საქართველოში 17 ათასამდე სწრაფი და პისიარ ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

გუშინ საქართველოში 17 ათასამდე სწრაფი და პისიარ ტესტი გაკეთდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ დაიწყო გაფართოებული ტესტირება ანტიგენის ტესტებით, საიდანაც 1 400 შემთხვევა დადასტურდა.

"გუშინ იყო პირველი დღე, როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1 400 შემთხვევა. ამ ტესტირებას ექვემდებარებიან ისე პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის მაღალი ხარისხის. ოჯახის ექიმის რჩევით, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და გაიკეთოს ტესტი. იზრდება იმ პოლიკლინიკების რაოდენობა, რომლებიც პროგრამაში არიან ჩართულნი. დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე, მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტები ანტიგენის ტესტით სწრაფად იღებენ პასუხს. 17 ათასამდე ავიდა ანტიგენის და პისიარ ტესტის რაოდენობა გუშინ, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი," - განაცხადა გაბუნიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →