—

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება

20
ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება
მოსასმენად დააჭირეთ

ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შეზღუდვების გეგმაა შემუშავებული, მაქსიმალურად გაფართოვდება ინფექციის ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით, – ამის შესახებ დაავადებათა…

ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შეზღუდვების გეგმაა შემუშავებული, მაქსიმალურად გაფართოვდება ინფექციის ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება.

„როდესაც გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 4 000 შემთხვევა, ანუ ეგრეთ წოდებული შეფასებითი მაჩვენებელი, ადამიანები ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომოები არიან და არ მიდიან გამოსაკვლევად. ამავე დროს, არიან გამავრცელებლები. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოხდეს გამოვლენა და იზოლირება. ეგრეთ წოდებული ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის გამოვლენას და იზოლირებას, იქნება ეს მსუბუქი, თუ უსიმპტომო პაციენტი.

ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. თუმცა, მხოლოდ ორ შემთხვევაში შესაძლოა, მოხდეს გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, გადამოწმდეს. ან მეორე შემთხვევაში, თუ კორონავირუსის სიმპტომებია გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა, ტესტი გადამოწმდეს. მაგრამ თუ ადამიანი სიმპტომებიანია, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება. ამ შემთხვევაში ის ადამიანი და ოჯახის ექიმი მოქმედებენ იმ პროტოკოლით, როგორც არის ოქროს სტანდარტით, ანუ „პისიარით“ დადასტურების შემთხვევაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →