—

კახა კალაძე - იმედი მაქვს, ყველა პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საარჩევნო პლაკატებს ჩამოხსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი

16
კახა კალაძე - იმედი მაქვს, ყველა პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საარჩევნო პლაკატებს ჩამოხსნის, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი
მოსასმენად დააჭირეთ

მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ…

მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ეს არის პლაკატები და სხვადასხვა სააგიტაციო მასალები.

„მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ყველაფერი ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ეს მასალები გაკრული, ღობეებსა და კედლებზე, რადგან ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. დიდი იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და იმოქმედებს ისე, რომ მაქსიმალურად ეს პლაკატები, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში იყო გაკრული, ჩამოვხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარი. მინდა, მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ყურადღებით იყოს. არვის აქვს სურვილი, რომ დავაჯარიმოთ ვიღაცები, მაგრამ მინდა, ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც საბოლოო შედეგები იქნება გამოქვეყნებული, დედაქალაქში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →