—

ამირან გამყრელიძე - დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას

23
ამირან გამყრელიძე - დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და რაც შეიძლება მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას
მოსასმენად დააჭირეთ

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებელზე ასვლას, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ…

დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთის მხრივ წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებელზე ასვლას, დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება და მეორეს მხრივ, რაც შეიძლება მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ეკონომიკას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა შევიდა პიკში და ძალიან რთულია ორ კვირაში ან სამ კვირაში ინფიცირებულთა რიცხვის რადიკალური ქვესვლა.

„ჩვენ პიკში შევედით, ეს პიკი და აღმასვლა გაგრძელდება, თუ ჩვენ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არამარტო გამკაცრებული მექანიზმები, არამედ ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა, უფრო მეტი მზად ყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და მაქსიმალურად ინფიცირებულთა დაახლოებით 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორის ანუ ოჯახის ექიმების მიერ, ხოლო ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება მათი დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია ზოგადი მიდგომა, რა თქმა უნდა, ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ - მივყვებით ამ მიმართულებებს. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ ხვალ უნდა გამოცხადდეს ამის შესახებ”, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →