—

თოვლის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანია ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

19
თოვლის გამო, ბახმაროში 200-მდე ადამიანია ჩარჩენილი, მათ გამოსაყვანად გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მოსასმენად დააჭირეთ

ბახმაროში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, ბახმაროში იმყოფება 200-მდე ადამიანი, რომლებიც უამინდობისა და თოვლის გამო, გამოსვლას ვერ ახერხებენ.

მისივე თქმით, გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები ბახმაროში არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით ავიდნენ.

„გუშინ და გუშინწინ ბახმაროში ავიდნენ ჯგუფები არაშესაბამისი ავტოსატრანსპოროტო საშუალებებით. მიუხედავად გაფრთხილებისა და გზაზე შესაბამისი ტრაფარეტებისა, ისინი მაინც ავიდნენ ბახმაროში. საუბარია დაახლოებით 150-200 ადამიანზე. ახლა ვაწარმოებთ საწვავის შეტანას. გზა მალე გაიწმინდება და მოხდება ამ ადამიანების გამოყვანა“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ, რომელიც იმყოფება ბახმაროს გზის 33-ე კილომეტრზე, სადაც მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება გზის გასაწმენდად და იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოსაყვანად.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →