—

სერგი კაპანაძე - მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, თუ ეს არ მოხდება, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს

17
სერგი კაპანაძე - მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალი არჩევნების ირგვლივ, თუ ეს არ მოხდება, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს
მოსასმენად დააჭირეთ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული…

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მთავარი თემა უნდა იყოს ახალი არჩევნები და ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული, რაციონალური წინადადება უნდა გაკეთდეს არჩევნების ირგვლივ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს.

„ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროკავშირელი პარტნიორების მონაწილეობით შედგება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში. აქ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული, რაციონალური წინადადება გაეკეთებინა, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავდა და თუ ასეთი წინადადება იქნებოდა გაკეთებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორმატში მას განვიხილავთ. თუმცა, ჩვენი მოთხოვნა და ის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ყველასთვის ცნობილია, რომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ახალი არჩევნების ირგვლივ. თუ ეს არ მოხდება, ასეთ შემთვევაში ყველამ კარგად იცის რაც მოხდება, არაფერი სიურპრიზი არ იქნება არავისთვის, მივიღებთ ერთპარტიულ, კომუნისტურ პარლამენტს, რომელიც ზუსტად შეეფერება იმ მეორე ტურს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა და რომელში გამარჯვებაც შემდეგ სამარცხვინოდ იზეიმა“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →