—

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს

56
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა მუშაობას დისტანციურად აგრძელებს
მოსასმენად დააჭირეთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ამის შესახებ გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, მუშაობას მაინც დისტანციურად აგრძელებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ნორმალური მაქვს. ამ ეტაპზე ტესტის პასუხი უარყოფითია. ვაკვირდები მდგომარეობას და ვმუშაობ დისტანციურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა. როგორც გამყრელიძე აცხადებდა, თვითიზოლაციაში გადასვლამდე, წინა დღეებში ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ძირითადად დაცული, მაგრამ გადაწყვიტა თვითმონიტორინგი ეწარმოებინა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →