—

შალვა ნათელაშვილი - ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება

44
შალვა ნათელაშვილი - ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება. იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ახალი დემოკრატიული პარლამენტი, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პარლამენტში…

ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა არ იქნება. იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და იქნება ახალი დემოკრატიული პარლამენტი, – ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილის თქმით, საქართველოს ბედს და მომავალს მოქალაქეები წყვეტენ.

„ერთი რამ დავიმახსოვროთ მეგობრებო, საქართველოს ბედს და მომავალს ვწყვეტთ ჩვენ. სტრატეგიული მოკავშირეები გვეხმარებიან მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში. ისინი ვერ ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში და არც არავის გვსურს ეს. არც იმათ, არც ჩვენ. ამიტომ, მე მადლობას ვუცხადებ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომელიც დარჩა თბილისში, რომ ოპოზიციისგან მოესმინა უშუალოდ ინფორმაცია, თუმცა მაიკ პომპეოს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას სრული ინფორმაცია აქვს, რა ხდება საქართველოში, როგორ გააყალბა რუსმა ოლიგარქმა არჩევნები, როგორ ცდილობს, მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია, გაამრუდოს ჩვენი ქვეყნის ბედი, რასაც არ დავუშვებთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →