—

შსს ოპოზიციის აქციის გამო გზის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

50
შსს ოპოზიციის აქციის გამო გზის შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქციასთან დაკავშირებით თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეღუდულია. აღნიშნულის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ შსს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქციასთან დაკავშირებით თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეღუდულია. აღნიშნულის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ შსს-ის პრესსამსახურიდან აცნობეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 18 ნოემბერს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კერძოდ, ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალა რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე (ყოფილი ფოსტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით). ასევე, ტრანსპორტის ნაკადი ვერ გადაადგილდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ვერც ერთ ქუჩაზე. შესაბამისად, ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. გარდა ამისა, მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანები მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით მოძრაობას ვერ შეძლებენ. ასევე, გადაკეტილია ფილარმონიიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, მერაბ კოსტავას ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა. მოძრაობა შეზღუდულია გალაქტიონის ხიდიდან ელბაქიძის აღმართზე ამომსვლელი ავტომანქანებისთვის - მძღოლები მოძრაობას გააგრძელებენ დავით აღმაშენებლის გამზირის ან სანაპიროს მიმართულებით. ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას იღებენ. აქციის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება,”- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →