—

რომან გოცირიძე - ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა აშშ-ს და დემოკრატია საფრთხეშია

36
რომან გოცირიძე - ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა აშშ-ს და დემოკრატია საფრთხეშია
მოსასმენად დააჭირეთ

ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესშიმეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და…

ოპოზიციას ორი მთავარი გზავნილი აქვს, მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესშიმეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას არავინ არავის მისცემს.

„ამ აქციის ორი მთავარი გზავნილი არის. ერთი ის რომ მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც არის ფაქტობრივად, ბურჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. სამ მილიარდ-ნახევარი დახარჯა ამერიკამ ჩვენს გასაძლიერებლად მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტიდან, რომ არაფერი ვთქვათ იმ საერთაშორისო ორგანიზაიებიდან 30 წლის განმავლობაში მიღებულ დახმარებაზე, რაშიც ამერიკას წამყვანი როლი უჭირავს. მეორე გზავნილია, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში და ამ საფრთხეს უქმნის დღევანდელი ხელისუფლება და ბოლო ამის მაგალითი იყო მიტაცებული არჩევნები და ამ დემოკრატიას იცავს ხალხი, პარტიები, არასამთაბროვო სექტორი. დღეს ყველა არის ერთის წინააღმდეგ და გვინდა, იმ ერთს დღეს გასაგებად ვუხთრათ, რომ არავინ არ მისცემს საქართველოში ამ უმნიშველოვანეს რეგიონში, ძალაუფლების მიტაცების საშუალებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →