—

საქართველო რჩება რეგიონში ამერიკის პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად – სალომე ზურაბიშვილი

41
საქართველო რჩება რეგიონში ამერიკის პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად – სალომე ზურაბიშვილი
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველო რჩება რეგიონში ამერიკის პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საქართველო რჩება რეგიონში ამერიკის პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან აშშ და საქართველო, რამდენად მყარია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსა და ამ რეგიონის მიმართ, მით უმეტეს დღეს, როდესაც რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს. ის, რომ მაიკ პომპეოს ტურნე საფრანგეთსა და ისრაელთან ერთად საქართველოსაც შეეხო, იმის ნიშანია, რომ აშშ ჩვენ გვერდით დგას, რისთვისაც მე მაიკ პომპეოს მადლობა გადავუხადე. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პანდემიის ფონზე აშშ-მა ეკონომიკური მხარდაჭერა და სამომავლოდ ჩვენ მივიღოთ ვაქცინები, როგორც კი ის იქნება მზად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ ამ რეგიონში უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობას ხედავს. პომპეოს განცხადებები ყარაბაღის საკითხზე და ჰუმანიტარული დახმარება არის ნიშანი იმისა, რომ ამ სამშვიდობო პროცესში აშშ-იც იქნება ჩართული. ჩვენი ყველაზე მტკივნეული საკითხის – ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა იმისთვის, რომ მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესი განახლდეს და გაძლიერდეს. ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ ამერიკას საქართველოში, რეგიონში. საქართველო რჩება რეგიონში ამერიკის პოლიტიკის მთავარ დასაყრდენად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →