—

ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

12
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ
მოსასმენად დააჭირეთ

ფოთში, #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა. შეკრებილები…

ფოთში, #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა. შეკრებილები საოლქოს წევრებს მოუწოდებენ, ხელი არ მოაწერონ აღნიშნულ ოქმს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის რისხვას ვერ გაექცევიან. აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

„ჩვენ მოვუწოდებთ საოლქოს, ამხელა ტვირთს, ივანიშვილის სიბინძურის ტვირთს ნუ აიღებენ თავიანთ მხრებზე. გონიერებას მოუხმონ და საერთოდ არ შეადგინონ ეს შემაჯამებელი ოქმი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ამ ოქმს არ ცნობს და ითხოვს თამარ ჟვანიას გადაყენებას, ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მოვუწოდებთ ნუ გააკეთებენ ამას, რაც გააკეთეს იკმარონ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.

საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →