—

ერევანში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

28
ერევანში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
მოსასმენად დააჭირეთ

ერევანში, თავისუფლების მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად მთიანი ყარაბაღის…

ერევანში, თავისუფლების მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად მთიანი ყარაბაღის ზონაში ომის დასრულების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის გაუქმებას ითხოვენ.

ამჟამად სომხეთის დედაქალაქის ცენტრში ათასობით ადამიანია შეკრებილი. ისინი პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დააკავა ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, დეპუტატი გაგიკ წარუკიანი. სომხური მედიის ცნობით, ასევე დააკავეს კიდევ რამდენიმე აქტივისტი და ოპოზიციონერი დეპუტატი.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →