—

ყველა გამოწერილი ჯარიმა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და კანონთან – ირაკლი კობახიძე

17
ყველა გამოწერილი ჯარიმა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და კანონთან – ირაკლი კობახიძე
მოსასმენად დააჭირეთ

საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაშია წუხელ აქციის მიმდინარეობისას გამოწერილი ყველა ჯარიმაც, – ამის…

გაზიარება

საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაშია წუხელ აქციის მიმდინარეობისას გამოწერილი ყველა ჯარიმაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ 8 ნოემბერს ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს შეზღუდვები არის დაწესებული კანონის შესაბამისად, რომელიც არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა არის შესაძლებელი როგორც საგანგებო, ასევე, არასაგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ან უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ასე უფრო მძაფრად შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, ან უფრო რბილად შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში გამოყენებულია ადმიანის უფლებების შეზღუდვის რბილი ფორმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →