—

დარწმუნებულები ვართ, მეორე ტურს 17-ვე ოლქში მოვიგებთ – ირაკლი კობახიძე

14
დარწმუნებულები ვართ, მეორე ტურს 17-ვე ოლქში მოვიგებთ – ირაკლი კობახიძე
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენი სურვილია, მეორე ტურის შემთხვევაშიც კონკურენტული არჩევნები შედგეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო…

ჩვენი სურვილია, მეორე ტურის შემთხვევაშიც კონკურენტული არჩევნები შედგეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვიცით, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის უკვე ემზადება, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, მაგალითად: თელავში, გლდანში, ბათუმში, ისინი აგიტატორებსაც ამატებენ იმისთვის, რომ სრული სამზადისი ჰქონდეთ მეორე ტურთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კარგი იქნება მათი სრულფასოვანი მონაწილეობა. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 17-ვე ოლქში მოვიგებთ მეორე ტურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →