—

ირაკლი კობახიძე - არჩევნების შედეგებს აღიარებს ყველა, გარდა რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული ოპოზციური პარტიისა

17
ირაკლი კობახიძე - არჩევნების შედეგებს აღიარებს ყველა, გარდა რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული ოპოზციური პარტიისა
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“…

ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებს ყველა აღიარებს, გარდა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისა.

„განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება. მათ შორის ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს. ძირითადად, ამაზე გვქონდა საუბარი. ასევე, ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების პირველ ტურს უკავშირდება, ძიითადად საარჩევნო პროცესს. ეს სტატისტიკა არავითარი ფორმით არ განსხვავდება იმ სტატისტიკებისგან, რომლებიც ჩვენ გვქონდა ყველა წინა არჩევნებზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებზე, თვითმმართველობის ააღჩევნებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ოდირის მთავარ დასკვნას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული.

ხედავთ, ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი, ყოველდღიურად მოდის მილოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს დღემდე, არის რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული ოპოზციური პარტია, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გავქვს ოპტიმისტური მოლოდინი. დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში, მათი მხრიდანაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგები“, – განაცახადა ირაკლი კობახიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →