—

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან

18
აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან
მოსასმენად დააჭირეთ

აჭარაში ოპოზიცია პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მთავრობის სახლის წინ გაშლილია კარვები და დამონტაჟებულია სცენა. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ, რომელიც…

აჭარაში ოპოზიცია პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მთავრობის სახლის წინ გაშლილია კარვები და დამონტაჟებულია სცენა. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ, რომელიც 22:00 საათზე ამოქმედდება. ლიდერები პოლიციას მოუწოდებენ არ დააჯარიმონ აქციის მონაწილეები.

„საღამოს განახლდება აქცია. ძალაში კომენდატის საათიც შედის. ლიდერები ვიღებთ ჩვენს თავზე პასუხმგებლობას და ვრჩებით ბოლომდე. მოვუწოდებთ პოლიციას არ გაბედონ და არ გაიყვანონ აქციის მონაწოლეები დასაჯარმებლად. არ ვაპირებ დავემორჩილო, რადგან ვცხოვრობთ უსამართლო ქვეყანაში”- განაცხადა ბექა დიასამიძემ, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელია.

ბათუმში აქცია თბილისის პარალელურად დაიწყო. ისინი ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და ხელახალ არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →