—

საქართველოს დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი გამოცხადდა

1,133
საქართველოს დიდ ქალაქებში კომენდანტის საათი გამოცხადდა
მოსასმენად დააჭირეთ

საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება.

"შესაბამისად, ჩვენს მიერ დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი შეზღუდვების შემოღების თაობაზე. კერძოდ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდთი, გორში და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შეზღუდვა გავრცელდება, როგორც ქვეითად მოსიარეულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.

შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ფუნქციონირებისათვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებებისა და მედიის ფუნქციონირებისათვის, ასევე, მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →