—

ტიკარაძე: აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას რისკის ქვეშ აყენებს

25
ტიკარაძე: აქციები დასტაბილურებულ სიტუაციას რისკის ქვეშ აყენებს
მოსასმენად დააჭირეთ

ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, ეფექტური მუშაობით შევძელით მისი დასტაბილურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ…

ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, ეფექტური მუშაობით შევძელით მისი დასტაბილურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობის შედეგად, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.26 გახდა, რასაც აქციები რისკის ქვეშ აყენებს.

"ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს. მას შემდეგ, რაც რიგ ადგილებში სავალდებულო გავხადეთ პირბადის გამოყენება, ასევე დისტანციური მუშაობა, ჩვენმა კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. შევძელით და დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობით და ეფექტური მუშაობით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. აქციები ამ დასტაბილურებულ სიტუაციას რისკის ქვეშ აყენებს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →