—

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მართვაში შესაძლოა სტომატოლოგებიც ჩაერთონ

32
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მართვაში შესაძლოა სტომატოლოგებიც ჩაერთონ
მოსასმენად დააჭირეთ

სტომატოლოგებმა კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეიძლება მათი გამოყენება კორონავირუსის მართვაში, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ…

სტომატოლოგებმა კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეიძლება მათი გამოყენება კორონავირუსის მართვაში, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის მართვაში ასევე, მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები შეიძლება ჩაერთონ.

„სტომატოლოგები, რომლებიც ბევრნი არიან ქვეყანაში, აქვთ შესაბამისი სამედიცინო განათლება, მათ ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუში, კარგად იციან ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები და შეიძლება მათი გამოყენება კორონავირუსის მართვაში. ასევე მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები, რომელთაც ძირითადი კლინიკური საგნები აქვთ გავლილი, შეიძლება, რომ მათ ამ პერიოდში იმუშაონ. საჭიროა ქვეყანაში ამ ტიპის მოძრაობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →