—

ავტობუსებში, ერთ დღეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის 1 567 ფაქტი გამოვლინდა – კახა კალაძე

18
ავტობუსებში, ერთ დღეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის 1 567 ფაქტი გამოვლინდა – კახა კალაძე
მოსასმენად დააჭირეთ

3 ნოემბერს თბილისში 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადესთან დაკავშირებით და ორ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს…

3 ნოემბერს თბილისში 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადესთან დაკავშირებით და ორ შემთხვევაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის მერის ინფორმაციით, მიკროავტობუსში პირბადის გარეშე ასვლა 63 -მა ადამიანმა სცადა, თუმცა შემდეგ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დაემორჩილნენ.

კალაძის განცხადებით, პირბადეებზე კონტროლი მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მიმდინარეობს.

„ჩვენ ტრანსპორტში მაქსიმალურად ვაკონტროლებთ პირბადეების მოხმარებას, რადგან ეს ვირუსისგან თავდაცვის ერთად-ერთი საშუალებაა. ტრანსპორტში სავალდებულოა პირბადის ტარება. ვიცავთ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს“, – აღნიშნა კალაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →