—

კობახიძე: პარლამენტში მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფნა არ იქნება სწორი

52
კობახიძე: პარლამენტში მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფნა არ იქნება სწორი
მოსასმენად დააჭირეთ

"ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შემოსვლის მიზეზებზე საუბრობს მთავარ არგუმენტად მოჰყავს უზუსტობები ოქმებში. სწორედ ეს პროცესი წარიმართება დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა ერთად შეხედავს…

"ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ, როდესაც ოპოზიცია პარლამენტში არ შემოსვლის მიზეზებზე საუბრობს მთავარ არგუმენტად მოჰყავს უზუსტობები ოქმებში. სწორედ ეს პროცესი წარიმართება დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა ერთად შეხედავს რა ხარისხის იყო ეს უზუსტობები. ამის შემდეგ მათი ერთადერთი არგუმენტი მოიხსნება", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტის ერთადერთი არგუმენტი, რომელიც უზუსტობებს ეხება მალე გაქარწყლდება.

"ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ის შედეგი, რაც ამ საარჩევნო სისტემით იყო გათვლილი. პარლამენტში მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფნა არ იქნება სწორი სურათი, მაგრამ ამ სურათზე პასუხისმგებელი იქნება ოპოზიცია, რომელსაც არ ექნება ამის გასაკეთებლად საფუძველი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,ღამის კურიერში".

ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →