—

დავით ბაქრაძე - მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას თუ აპირებს, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, თუ არ აპირებს, მაშინ თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას

15
დავით ბაქრაძე - მიხეილ სააკაშვილი ჩამოსვლას თუ აპირებს, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, თუ არ აპირებს, მაშინ თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას
მოსასმენად დააჭირეთ

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“…

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ჩამოყალიბდება. თუ აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, ეს პირადად მისი გადასაწყვეტია.

ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგია.

„მინდა, აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთვის ბრძოლის ხაზი გადის საქართველოზე. საქართველოსთვის ბრძოლის ხაზს ქმნიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამ დარბაზშია შეკრებილი – ოპოზიციის ლიდერები, ასევე ის ადამიანები, ვინც არჩევნებზე წავიდა და ხმა არ მისცა „ქართულ ოცნებას“ და ის ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ და მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას. აი, აქ გადის საქართველოსთვის ბრძოლის პოლიტიკური ხაზი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენი პოზიცია მთელ საარჩევნო პერიოდში იყო ძალიან მკაფიო – ჩვენ მისი პრემიერ-მინისტრობის წინააღმდეგი ვიყავით და ვართ. ასევე, წინააღმდეგი ვართ ამ ქვეყანაში ნებისმიერი ახალი ერთპარტიული ან ერთპიროვნული მმართველობის. მისი ჩამოსვლა/არ ჩამოსვლა პირადად მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა, ოღონდ უკეთესი იქნება თუ ჩამოყალიბდება. თუ ის აპირებს ჩამოსვლას, ჩამოვიდეს და აიღოს პასუხისმგებლობა, თუ არ აპირებს ჩამოსვლას, მაშინ უკეთესი იქნება, თავი დაანებოს ტყუილ დაანონსებას, რომელსაც ასე ეფექტურად იყენებს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →