—

"პატრიოტთა ალიანსი" ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს

16
"პატრიოტთა ალიანსი" ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს. ის მხარდამჭერებს 7 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„სრულიად ნათელია, რომ ყველამ თქვა უარი გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აცხადებს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე, მოვითხოვთ „ქართულმა ოცნებამ“ დანიშნოს ხელმეორე არჩევნები. ამავდროულად, ჩვენ ვიწყებთ საპროტესტო კამპანიას, ეს იქნება უწყვეტი, ფართომასშტაბიანი აქციები, ვიდრე ხელისუფლება არ დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. 7 ნოემბერს შაბათს საღამოს 17:00 საათზე ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ყველა მხარდამჭერს მოვუწოდებთ, გადავიდეთ ბრძოლის ახლა ეტაპზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →