—

როგორ გადანაწილდა მანდატები

64
როგორ გადანაწილდა მანდატები
მოსასმენად დააჭირეთ

ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა და უკვე ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში. ყველაზე მეტი დეპუტატი მოქმედ მმართველ პარტიას ეყოლება.

პროპორციული წესით მიღებული ხმების მიხედვით 120 მანდატი პარტიებზე ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 61 დეპუტატი;

„ნაციონალური მოძრაობა" - „ძალა ერთობაშია“ - 35 დეპუტატი;

„ევროპული საქართველო“ – 5 დეპუტატი;

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 დეპუტატი;

„ლელო“ – 4 დეპუტატი;

„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 დეპუტატი;

„გირჩი“ – 4 დეპუტატი;

„მოქალაქეები“ – 2 დეპუტატი;

„ლეიბორისტული პარტია“ - 1 დეპუტატი.

"ქართულ ოცნებას" 30 მაჟორიტარული ოლქიდან 14 უკვე მოგებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, ამ დროის მონაცემებით, უკვე აქვს 75 მანდატი.

დარჩენილ 16 ოლქში მეორე ტური იმართება, თუ "ქართული ოცნება" ერთ-ერთს მაინც მოიგებს, ის კვლავ საპარლამენტო უმრავლესობაში იქნება და მთავრობას დააკომპლექტებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არ ენდომა ცესკოს შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →