—

გიორგი გახარია - წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იქნება

14
გიორგი გახარია - წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა ამ მოკლე ვადაში რაღაც…

წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იგეგმება.

„წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო ლოკდაუნთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა ან ძალები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, რათა ამ მოკლე ვადაში რაღაც ხმები დააგროვონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ქვეყნის მასშტაბით სისტემური ლოკდაუნი არ იქნება, იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებით შეზღუდვები“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თქმით, დღეიდან ეპიდემიასთან ბრძოლაში გამარჯვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ფასი, თუ მინიმალური ზიანი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას.

„გადაივლის ვირუსი, დავამარცხებთ ეპიდემიას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გახდება პრიორიტეტი #1. მე ძალიან კარგად მახსოვს, როგორ სპეკულირებდა ზოგიერთი პირველი ტალღის დროს ტესტირებების რაოდენობაზე, სწრაფ ტესტებზე და ა.შ. დრომ ყველაფერი აჩვენა. ზუსტად ასე იქნება მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის ეფექტურობა შეფასებული იქნება მსოფლიოში რამდენიმე კრიტერიუმით და მინიმალური ზიანი ეკონომიკაზე იქნება ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი“, – განაცხადა გახარიამ.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

თბილისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირველი სამძიმარი აზერბაიჯანიდან – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებსმიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესყველა სიახლე →