—

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ

54
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდნენ
მოსასმენად დააჭირეთ

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ბოლნისის…

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში გამართა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები და პარტიის საარჩევნო პროგრამა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყანას სჭირდება გოგი მეშველიანის მსგავსი პატრიოტი და თავდადებული პოლიტიკოსები.

„გოგი მეშველიანმა ძალიან პოზიტიური საარჩევნო კამპანია ჩაატარა. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ის იმარჯვებს პირველ ტურში. ის არის კანდიდატი, რომელიც ღირსეულად ემსახურებოდა ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც პანდემიის პერიოდში საკარანტინო მდგომარეობის დროს ბოლომდე რჩებოდა თავის მოქალაქეებთან, იყო რაიონში, სანამ არ გაიხსნა მოძრაობა და სანამ ყველა მოქალაქეს არ მიექცა სათანადო ყურადღება, საკვების თუ სამედიცინო მომსახურების კუთხით. ასეთი თავდადებული ადამიანები, ასეთი ქვეყნის პატრიოტები და საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები სჭირდება ქვეყანას პარლამენტში და მე მინდა კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირო ბატონ გოგი მეშველიანს“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეაფასა საარჩევნო კამპანია და აღნიშნა, რომ შეხვდა ოლქის ყველა სოფლის, დაბისა და ქალაქის მოსახლეობას.

„შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, ყველა სოფლის სატკივარი ვიცით. ყველა პრობლემა აღვწერეთ. ბუნებრივია, ჩვენს გუნდთან ერთად თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ყველა ამ საკითხის გადაწყვეტაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ამ ზრუნვის ფარგლებში ძალიან დიდი ინვესტიციები იქნება მიმართული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ", განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →