—

ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას

17
ნათია თურნავა: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას
მოსასმენად დააჭირეთ

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია…

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ყველანაირი ძალადობა იქნება აღკვეთილი, რადგან მოსახლეობას ვარდების რევოლუციები არ სჭირდება.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ყველა ობიექტური კვლევის და მოსახლეობის განწყობის მიხედვით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას.

ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები, არამედ მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება გვაძლევს. მე და ჩემი კოლეგები მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვაცნობიერებთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი დარჩათ, რაც ჩვენი მხრიდან იქნება აუცილებლად აღკვეთილი, მოსახლეობას რევოლუციები არ სჭირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →