—

თამარ გაბუნია - დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა

16
თამარ გაბუნია - დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა
მოსასმენად დააჭირეთ

ეპიდვითარების სტატისტიკა საყურადღებოა, რადგან შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით…

ეპიდვითარების სტატისტიკა საყურადღებოა, რადგან შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევები დღეს ყველაზე მაღალი იყო.

"სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. აჭარაში გვაქვს გარკვეული მერყეობა, რაც შემთხვევების აქტიურ გავრცელებას მიუთითებს. საყურადღებოა, გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აჭარაში გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობს იმისთვის, რომ შემთხვევები მინიმუმამდე შემცირებული იყოს, როგორც აჭარაში ასევე ყველგან",- აღნიშნა გაბუნიამ.(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →