—

ილჰამ ალიევი - თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული

28
ილჰამ ალიევი - თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული
მოსასმენად დააჭირეთ

თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები უცხოური აგრესიის შემთხვევაში იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

ალიევის თქმით, ვისაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ჰუმანიტარული ზავი სურს, პარალელურად სომხეთს იარაღს უგზავნის.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქო ცეცხლის შეწყვეტას პატიმრებისა და ცხედრების გაცვლის მიზნით დათანხმდა, თუმცა ერევანმა შეთანხმება რამდენიმე წუთში დაარღვია.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიამ მთიან ყარაბაღში კიდევ 17 სოფელზე დაამყარა კონტროლი. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ სომხები სისტემატურად ჩასახლდნენ აზერბაიჯანის ისტორიულ მიწებში, სამხრეთ კავკასიის ეთნიკური რუკის შეცვლის მიზნით. ალიევმა აღნიშნა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არც კი ცდილობდნენ, ზეწოლა მოეხდინათ სომხეთზე, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა.

„კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობით ან ომით. ჩვენ მზად ვართ, შევჩერდეთ, როგორც კი ბაქო წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხური ჯარების გაყვანის რეალურ გრაფიკს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე - სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება გაგრძელდება და ერთ დღესაც მივიღებთ სრულფასოვან მონაცემთა ბაზას, რითაც ზუსტად გვეცოდინება, ვინ რა სოციალურ შეღავათს იმსახურებსივან ვუკჩევიჩი: მაშინაც კი, როდესაც რეკომენდაციები საერთაშორისო ორგანოებიდან მოდის, არასწორია მათი უპირობო ჭეშმარიტებად მიღება - 2013 წელს ევროპის საბჭოს ორმა ორგანომ, GRECO-მ და ვენეციის კომისიამ, იუარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსყველა სიახლე →